გამოყენების ინსტრუქცია
- არ გამოიყენოთ ფილტრის გარეშე მტვრის მოსაშორებელი მოწყობილობის სამაგრი. ფილტრის გარეშე მტვრის მოსაშორებელი მოწყობილობის სამაგრის გამოყენებისას, მტვრის უფრო დიდი ნაწილაკები შეიძლება გამოსროლილი იქნას მომხმარებლის მიმართულებით და ელექტროხელსაწყო შეიძლება დაზიანდეს.
- გამოიყენეთ მხოლოდ დაუზიანებელი ფილტრი (ბზარების, ხვრელების და ა.შ. გარეშე). დაუყოვნებლივ შეცვალეთ დაზიანებული ფილტრი.
- არ გადაიტანოთ ელექტროხელსაწყო მტვრის მოსაშორებელი მოწყობილობის სამაგრით.
- დამონტაჟებული სამაგრით მტვრის მოსაშორებელი მოწყობილობით ელექტროხელსწყო გეჭიროთ არა უშუალოდ ხელსაწყოდან, არამედ მხოლოდ საფუძვლიდან და ელექტროხელსაწყოს დამატებითი ტარიდან.
მითითება: მიმმართველს (2) აქვს ზამბარული საფუძველი. ბურღის სიგრძის რეგულირების ღილაკზე დაჭერისას (3) მიმმართველი შესაძლოა გაწკაპუნდეს წინ.
- მუშაობის დროს მყარად დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო ორივე ხელით და უზრუნველყავით სხეულის მდგრადი პოზიცია. ორი ხელით თქვენ უფრო საიმედოდ მართავთ ელექტროხელსაწყოს.
შუქდიოდური სამუშაო განათება
შუქდიოდი (4) აინთება პერფერატორის ამომრთველზე ოდნავ ან სრულ დაჭერისას და აშუქებს სამუშაო დიაპაზონს განათების არახელსაყრელ პირობებში.