აკუმულატორი არ იმუხტება

აკუმულატორი არ იმუხტება, და ტემპერატურის/შეცდომის კონტროლის წითელი ინდიკატორი (3) ციმციმებს წითლად.

მიზეზი: დასამუხტმა მოწყობილობამ გამოავლინა შიდა შეცდომა.

აღმოფხვრის მეთოდი: დარწმუნდით, რომ ყველა აკუმულატორი დაყენებულია ბოლომდე. გამორთეთ ქსელის ჩანგალი და ისევ შეაერთეთ. თუ შეცდომა მეორდება, დასამუხტი მოწყობილობა გადაეცით შესამოწმებლად ელექტროხელსაწყოების ავტორიზებულ სახელოსნოში Bosch.

 

მიზეზი: აკუმულატორი არასწორად არის ჩასმული

აღმოფხვრის მეთოდი: სწორედ ჩასვით აკუმულატორი დასამუხტ მოწყობილობაში.

 

მიზეზი: აკუმულატორის და დასამუხტი კონტაქტები დაბინძურებულია

აღმოფხვრის მეთოდი: გაწმინდეთ აკუმულატორის კონტაქტები და დასამუხტი კონტაქტები, მაგალითად: რამოდენიმეჯერ ჩასვით და ამოიღეთ აკუმულატორი.

 

მიზეზი: აკუმულატორი გაუმართავია

აღმოფხვრის მეთოდი: გამოცვალეთ აკუმულატორი.

აკუმულატორი არ იმუხტება, და ინდიკატორი (3) ანთია წითლად.

 

მიზეზი: აკუმულატორის ტემპერატურა სცდება დასაშვებ დიაპაზონს

აღმოფხვრის მეთოდი: დაელოდეთ, სანამ აკუმულატორის ტემპერატურა არ დაუბრუნდება დამუხტვის ტემპერატურის დასაშვებ დიაპაზონს (0–45 °C).