კედლის დამჭერი
ადგილის დაზოგვის მიზნით დასამუხტი მოწყობილობა შეგიძლიათ დაამაგროთ კედლის დამჭერზე (6).
მიამაგრეთ კედლის დამჭერი ორი შურუპით კედელზე.
ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი შურუპები:
- შურუპები/ჭანჭიკები M6 ჩასადგმელი საყელურით (Ø 10,8 მმ);
- მერქანბურბუშელას შურუპები 6 მმ ნახევრადმრგვალი თავით (Ø 12 მმ)
- ხის შურუპები 6 მმ ნახევრადმრგვალი თავით (Ø 12 მმ)
ჩასვით დასამუხტი მოწყობილობა ქვევიდან კედლის დამჭერში და მოუჭირეთ ფიქსატორებში ზევით მოძრაობით. შეამოწმეთ, საიმედოდ არის დაფიქსირებული თუ არა დასამუხტი მოწყობილობა.