ექსპლუატაციაში ჩაშვება
დარტყმის ამომრთველის/ბრუნის გაჩერების დახმარებით (12) აირჩიეთ ელექტროხელსაწყოს სამუშაო რეჟიმი.
- მუშაობის რეჟიმის გამოსაცვლელად დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (11) და მოატრიალეთ დარტყმის ამომრთველი/ბრუნის გაჩერება (12) საჭირო პოზიციაზე წკაპუნამდე.
მითითება: გადართეთ მუშაობის რეჟიმი მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე! წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო შესაძლოა დაზიანდეს.

პოზიცია ბურღვა დარტყმებით ბეტონში ან ქვაში

პოზიცია ბურღვა-თვის ხეში, ლითონში, კერამიკაში და პლასტმასში, ასევე ქანჩების ჩახრახვნა/ამოხრახვნა
ბრუნის მიმართულების გადამრთველის მეშვეობით (7) შეგიძლიათ გამოცვალოთ ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება. მაგრამ ეს შეუძლებელია ჩართული ამომრთველის დროს (9).
- ბრუნის მიმართულების შეცვლა შეასრულეთ (7) მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე.
დარტყმით ბურღვის და ბურღვისას ბრუნვის მიმართულება საათის ისრის მიმართულებით დააყენეთ.
- მარჯვენა ბრუნი: ბურღვისთვის და ხრახნების ჩახრახვნისთვის გადაწიეთ ბრუნის მიმართულების გადამრთველი (7) მარცხნივ ბოლომდე.
- მარცხენა ბრუნი: ხრახნების ამოხრახვნისთვის და მოდუნებისთვის და ქანჩების მოსაშვებად გადაწიეთ ბრუნის მიმართულების გადამრთველი (7) მარჯვნივ ბოლომდე.
მითითება: თუ ბრუნვის მიმართულების გადამრთველი საშუალო პოზიციაზეა, ამომრთველი დაბლოკილია.
- ელექტროხელსაწყოს ჩართვისთვის დააჭირეთ ამომრთველს (9).
განათება (13), თუ ოდნავ ან ბოლომდე დააჭერთ ამომრთველს (9) ანათებს სამუშაო ზონას არასაკმარისი განათების პირობებში.
- იმისათვის, რომ გამორთოთ ელექტროხელსაწყო, აუშვით ამომრთველი (9).
დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო აღწევს ტეხვის/დარტყმის სრულ სიმძლავრეს გარკვეული დროის შემდეგ.